ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა პასუხი გექნებათ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად...

“რა პასუხი გექნებათ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად უძვირდებათ სესხები?” – თეონა აქუბარდია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უსმენდნენ, ყურადღება ყოველწლიურად სესხების გაძვირებაზე გაამახვილა. აქუბარდიას თქმით ბოლო პერიოდში სესხების მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ გაიზარდა, თუმცა ამასთან, სამწუხაროდ, მათ სესხის პროცენტი მუდმივად ეზრდებათ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს:

ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი, თუმცა ბევრმა ეროვნული ბანკი იცის იმით, რომ სესხები წელიწადში რამდენიმეჯერ უძვირდებათ. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აქვს სესხი და როდესაც თქვენ ყოველწლიურად, წელიწადში რამოდენიმეჯერაც კი, ზრდით რეფინანსირების განაკვეთს, ამას ემატება ინფლაცია, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საბოლოოდ მოსახლეობის უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

რამდენადაც ვიცი რეფინანსირების ზრდის მოტივი სესხებზე მოთხოვნის შემცირებაა, თუმცა თქვენი მონაცემები ამბობს, რომ სესხებზე მოთხოვნა არ მცირდება, არამედ იზრდება. ასევე ძვირდება ბიზნეს-სესხები, რომელიც დამატებით აუარესებს მდგომარეობას. რა პასუხი გექნებოდათ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად უძვირდებათ სესხები, ინფლაციიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთის კუთხით? იმიტომ, რომ მგონი ამასთან მიმართებაში თქვენ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ, როდესაც ბოლო წლის მანძილზე – 2019-ში თუ 6,5% იყო, ახლა კი 10,5%-ზე იმყოფება და ყველა მძიმე მდგომარეობაშია ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.

რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიიღეთ დოლარში სესხების 15-დან 10 წლამდე შემცირების და რეალურად სხვაობა დოლარის კურსის ლართან მიმართებაში არ არის ის, რაც ამხელა პროცენტულ განსხვავებას იძლევა, როდესაც დოლარში სესხი 7%-ია და ლარში 14%-მდე.

ამასთან დაკავშირებით გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას და როგორ იმართლებთ თავს ჩვენი მოსახლეობის წინაშე?” – მიმართავს კობა გვენეტაძეს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს” – გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს მისი სავარაუდო...