კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა...

“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით ძალიან დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა შეისწავლა ყველა სპეციალისტმა და ყველა გამოკვლების შეჯამების შემდეგ გაკეთდება საბოლოო დასკვნა:

,,ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად შეისწავლა.

ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა, შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.

მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით, ესე ვთქვათ, საკუთარი ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, რადგან ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი რომელიმე კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალმხრივი ეს გართულებები და ახლა ექიმებს სჭირდებათ შეაჯერონ ეს ინფორმაციები. ამის შემდეგ, ბუნებრივია, საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით, თავისი შეფასებებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...