spot_img
მთავარიეს საინტერესოაღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია...

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული უნიკალური ქართული ღვინოები.

აღნიშული ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მომხმარებლის ზრდის ხელშეწყობას. ღონისძიებას 80-მდე სტუმარი, ღვინის პროფესიონალები და მომხმარებლები დაესწრნენ, რომლებსაც ქართული ღვინო 13-მა ადგილობრივმა იმპორტიორმა გააცნო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD “ 2015 წლიდან თანამშრომლობს.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციაა. 2021 წლის 11 თვეში დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 703 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 76% შეადგინა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...