საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია! რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ჩემპიონობამდე, საქართველოს ნაკრებმა, ნახევარფინალში თურქეთის ნაკრები 4-2 დაამარცხა. მეოთხედფინალშიც, იგივე ანგარიშით, საფრანგეთის ნაკრებს მოუგეს. მანამდე (მერვედფინალში) კი ქართველმა ძიუდოისტებმა 4-0 სძლიეს ავსტრიას.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
სააგენტო “პარალელი” ულოცავს საქართველოს ნაკრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!