spot_img
მთავარიარჩევნები"უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით...

“უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი” – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მადლობას უხდის ამომრჩევლებს და პარტიის მხარდაჭერას სთხოვს არჩევნების მეორე ტურში, 20-ვე მუნიციპალიტეტში:

მოგესალმებით მეგობრებო!

მივესალმები ჩემს თბილისს, ჩემს თანაქალაქელებს!

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ ამომრჩეველს.

გასული ორი თვის განმავლობაში, თბილისელებს ჩაგაბარეთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გავაკეთე ქალაქისთვის წინა 4 წლის მანძილზე, როგორ წარმომიდგენია თბილისის განვითარება და რას ვგეგმავ შემდეგი 4 წლისთვის.

ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ, ყველაზე მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი.

მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ. თბილისელებს შევთავაზეთ კიდეც დეტალური საარჩევნო პროგრამა და არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც, მჯერა, თბილისს კიდევ უფრო განვითარებულ, ევროპულ, ლამაზ, მწვანე და მიმზიდველ ქალაქად აქცევს, შეიტანს მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში.

სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ. ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა.

მეგობრებო, მყარ მომავალს მყარი ფუნდამენტი განაპირობებს, რომელიც წარსულის სწორ ანალიზს ეფუძნება. პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მეორე ტურში გვიპირისპირდება, თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი… ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს, არასდროს დავუბრუნდებით, თუმცა, არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ, რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით.

2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყანაში!

შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი, როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე.

თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე!

30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!

გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!” – აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...