spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო არ არის...

“მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში – ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ” – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ამტკიცებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არ იმყოფება საქართველოში და არც ვიდეოა საქართველოში გადაღებული:

ხვალ არის არჩევნების დღე და ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა კიდევ უნდა გამოხატოს თავისი ნება. მოძალადეები და მოიღალატეები კოალიციური მთავრობით გვემუქრებიან. ხვალ არის თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზება, იმისათვის რომ დაფიქსირდეს სათანადო შედეგი და გაგრძელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი განვითარება.

რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი – სააკაშვილი საქართველოში არ არის;

მეორე – ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ;

მესამე – ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება დაინახავდა თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...