spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი...

“ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც კადრებში აჩვენებს მიმდებარე ტერიტორიას, ამტკიცებს, რომ უკვე ბათუმშია და მიმართავს ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციისთვის ხმის მიცემისკენ:

აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, ხმა მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს.

აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს.

დღეს ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.

ძალიან მენატრებოდა აქაურობა. ეს არის ჩემო ოცნების ასრულება. საბოლოოდ კი ეს ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე.

დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ესაა, იქ არსად არაა განვითარება და წინსვლა.

საქართველოდან გარბის ხალხი. 50%-ით გაიზარდა აპლიკაციების რიცხვი, ევროკავშირის მონაცემებით.

ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ხმა მივცეთ ყველამ. 3-ში კი შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ ვიქნებით 100 ათასი ადამიანი, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო ისევ დაადგება განვითარების გზას.

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ და მხოლოდ ერთი რამ მინდა – მიდით არჩევნებზე.

ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა.

მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...