ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუს“-ი ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან,...

“ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუს“-ი ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ საბჭოთა “კაგებეშნიკური” წარსული დავასრულოთ” – გიორგი ვაშაძე

ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუსი“ ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან – ამის შესახებ „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარტიის ლიდერი მიმდინარე მოვლენების მიზეზად ორ საკითხს ასახელებს – პირველი, რომ სისტემა შიგნიდან ინგრევა და ინფორმაცია გარეთ ამიტომ გამოდის და მეორე, შეიძლება ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდეს:

სიბინძურის ნთხევა ყოველი არჩევნების წინ არის სტანდარტი. გვინდა ეს დავამთავროთ? ამისთვის არის „მესამე ძალა“, არც წარსულის სიბინძურეების დაბრუნება და არც არსებული, არამედ ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ ისტორიას ეს ბინძური საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ გარანტი ვართ იმის, რომ ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში „სუს“-ი აღარ იარსებებს, პოლიტიკური მიყურადებები შეწყდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც პერსონალურად ერევა სხვის ცხოვრებაში პასუხს აგებს კანონის წინაშე.

ფაქტია, რომ სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე ასეთი მასობრივი თვალთვალი და მიყურადებები ვერ მოხდებოდა. ჩემი აზრით ორ საკითხთან გვაქვს საქმე, ერთი არის ის, რომ სისტემა შიგნიდან იშლება და ინფორმაციები გარეთ გამოდის, მეორე, – რომ შეიძლება ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდეს, მათ შორის ეკლესიაზე შეტევაც.

ყველამ კარგად ვიცით, რომ „სუსი“ ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის, რომ საბჭოთა „კაგებეშნიკური“ წარსული დავასრულოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...