spot_img
მთავარიეს საინტერესოარიცხვთა სილამაზე და სიმეტრია კალენდარში

რიცხვთა სილამაზე და სიმეტრია კალენდარში

კალენდარი, მართლაც, საოცარი მოფიქრება/გამოგონებაა და საუკუნეების განმავლობაში თავისებურად “მართავს” იგი კაცობრიობას, ხოლო მაიას კალენდართან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება და უცნაურობებიც მრავალადაა…

თუმცა ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იმ ციფრულ სილამაზეზე, რასაც კალენდარის თარიღებში ვხედავთ. ყველა ლამაზი, თავისებური თუ “უცნაური” თარიღის ერთად თავმოყრის პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ამ ციფრული სილამაზის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზობთ ამ პუბკლიკაციაში:

ახალი წელთააღრიცხვის წლებში (დღ.თვ.წლ) ლამაზი წყობაა: 01.01.01; 02.02.02; 03.03.03; 04.04.04; 05.05.05; 06.06.06; 07.07.07; 08.08.08; 09.09.09; 10.10.1011.11.11 და 12.12.12 – ბოლოს წინა თარიღი ერთგვარი ბევრი ერთის ეფექტია… აღსანიშნავია, რომ 13-ზე და შემდგომ, მსგავსი წყობა უკვე ვეღარ ხერხდება, კალენდარში არსებული “შეზღუდვის” გამო – თვეების რაოდენობის მაქსიმუმი 12-ია და იმიტომ, შესაბამისად არ არსებობს თარიღი 13.13.13…

თუმცა, ლამაზი თარიღების “კოლექცია” ამით არ დასრულდება და კალენდრის ხსენებულ “შეზღუდვას” კალენდრის სხვადასხვა თარიღებში არსებული ერთგვარი საინტერესო სიმეტრიული წყობით დავაბალანსებთ.

საყურადღებოა, რომ სიმეტრიისთვის ძალიან გამოგვადგა ნოემბრის თვე, მე-11 თვე: 10.11.01; 20.11.02; 30.11.03 და აქაც “შევიზღუდეთ” მე-4 წელზე, რადგანაც თვეებთან ერთად დღეების რიცხვიც შეზღუდულ დიაპაზონშია – მაქსიმუმ 31, ამიტომ ამ მიმართულებაზე შემდეგი 40.11.04 აღარ გამოდის, თუმცა მათემატიკას, ციფრულ შესაძლებლობას მაინც მრავლად აქვს “ქვედა დინებები”… 01.11.10 და 11.11.11 – ბევრი ერთის ეფექტი, ლამაზია სიმეტრიაშიც… 21.11.12; 31.11.13 – უკვე ვეღარ (რატომ? ეს უკვე სხვა “შეზღუდვის” საგანია და გამოიცნობთ, ცხადია), ისევე როგორც 41.11.14 და ა.შ. სამაგიეროდ გვქონდა 02.11.20

12.11.21 – ეს თარიღიც მალე მოვა და… კიდევ ბევრი სხვა ლამაზი დღეები, მრავლად!

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...