spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავისუფლება და დემოკრატია, ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სიცოცხლის უფლება...

“თავისუფლება და დემოკრატია, ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სიცოცხლის უფლება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ” – პაატა მანჯგალაძე

როგორც ცნობილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს რამდენიმე დღეში ესტუმრება პრეზიდენტის სპეციალური მოწვევით, ხოლო ოპოზიციაში შეთანხმების დოკუმენტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მიშელის პოზიცია და შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება”, თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით, სერიოზულ დაბრკოლებად და ზიანის მომტანად იქცა საქართველოს და მოქალაქეების ინტერესებისთვის:

,,არ ნახული ძალადობა, სპეცოპერაცია მოუწყეს ჟურნალისტებს – ანუ თავისუფალ სიტყვას ებრძვიან. ასევე, განსხვავებული აზრის გამო, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ჩვენს ფრაქციას თავდასხმა მოუწყეს პარლამენტში – ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინეს.

თავისუფლება და დემოკრატია, ადამიანის ფუნდამენტური უფლება – სიცოცხლის უფლება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ქვეყანაში. ამ საკითხზე გვაინტერესებს ბატონი მიშელის პოზიცია.

ევროკომისია უკვე იხილავს შესაძლებლობას, ვინაიდან სასამართლო რეფორმა არ განხორციელდა მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. იხილავს შესაძლებლობას ფინანსური სანქციების განხორციელებაზე საქართველოსთან მიმართებაში, რომლითაც დაზიანდება ჩვენი მოსახლეობა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ,,ქართული ოცნება” ბოლოდროინდელი ქმედებებით სერიოზულ დაბრკოლებად და ზიანის მომტანად იქცა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...