ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლდება დაახლოებით...

“სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლდება დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები უქმდება. 2 კანონპროექტი დღეს წარედგინა საქართველოს პარლამენტს ამინისტიის შესახებ და აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული:

,,მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2 კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლდება დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი.
საუბარი არის იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ეს გადაწყვვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. 2020 წელი იყო ძალიან რთული წელი. აღნიშნული სახდელი მათთვის არის დამატებითი, ასე ვთქვათ, ტვირთი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული.

მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტს. მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენ გუნდთან, ბუნებრივია – ჩვენს პოლიტიკურ საბჭოსთან, უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...