შაბათი, მარტი 15, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიშსს განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

შსს განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

პანკისში მიმდინარე პროცესები ბრიფინგზე მიმოიხილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით განცხადება გაავრცელა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ:

“როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა.

უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კონფერენცია – “საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”

16 მარტს დაგეგმილი კონფერენციის თაობაზე განმარტებებს აკეთებს "მოძრაობა -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...