spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძემ მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ მოუწოდა

ირაკლი კოვზანაძემ მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ მოუწოდა

„მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები და ბიუჯეტის კორექტირებისას მაქსიმალურად შეამციროს დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 7.6%-ს აღწევს“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

თანამომხსენებლის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შესაქმნელად.

ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: მათ შორის ერთ-ერთი საგადასახადო შეღავათებს ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე შეღავათების მომხრე არ არის და მოუწოდებს მთავრობას შეისწავლოს და გააანალიზოს არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა, სარგებლიანობა.

ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის ანალიზი. მე ზოგადად შეღავათებს მომხრე არ ვარ, მითუმეტეს როცა შეღავათები ბიუჯეტს და მოსახლეობას ძვირი უჯდება, შედეგი კი ან არაა, ან მინიმალურია. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვისაც დახმარება ჭირდება დავეხმაროთ სუბსიდიით, სუბვენციით, გრანტით, კრედიტით და ა.შ. ასე უფრო სამართლიანი იქნება და ეფექტიანიც“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...