spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული"...

“შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული” – მამუკა მდინარაძე

17 მაისს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე იმსჯელეს. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა:

შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული. მართველ გუნდს ამის მზაობა აქვს.

მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე დეტალურად გავიარეთ, იყო ის გეგმა, რაც “ქართულ ოცნებას” სჭირდება წინასაარჩევნო კამპანიისათვის, მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლებისა რაიონებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე არ დასწრებია. მამუკა მდინარაძის განმარტებით ამის მიზეზი თბილისის მერის სხვა დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობაა:

თბილისის მერი არის პარტიის გენერალური მდივანი და ამ ეგიდით დღეს ორი სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა და ასევე ემზადება – ხვალ პრეზენტაცია აქვს. გარკვეულ მიმდინარე საკითხებზე, როგორც თბილისის მერს, მას აქვს კონკრეტული ღონისძიებები და ამიტომ დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, ამიტომ აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც თქვენ გაინტერესებთ ხოლმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...