spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალურმა მოძრაობამ" არც ნიკა მელიას და არც საკუთარ...

“ნაციონალურმა მოძრაობამ” არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიასთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, თავიანთი ქმედებით, – არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს:

რა აურაცხელ სტატუსში იხარჯება “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ვირტუალური ლეგიონი, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოზე დათანხმება, რომელზე არდათანხმების გამოც იყო წინასწარ პატიმრობაში – რამენაირად ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ.

ის დრო გამახსენა, “ორკესტრირებული მუშაობა” რომ დაუდგინა ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ინსტიტუტმა. როგორც ჩანს, ისევ იქ არიან. საერთო ჩატში.

სამწუხარო სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს, დიდი ხანია, ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს და ახლა, მისი და საკუთარი თავების, ამ სირცხვილიდან გამოძვრენას ცდილობენ, რომელიც, ნაწილობრივ, საკუთარ ქვეყანასაც აკადრეს.

🔹ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს.
🔹ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს.
🔹ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს.

სიმართლეს, ბოლოს, ყველა უსწორებს თვალს. გაყალბებულ არჩევნებს ვინც გაიძახოდა, ახლა “სხვებმა შეცდომაში შეგვიყვანესო” – ამბობენ. უბრალოდ, ამასობაში, საკუთარ ქვეყანას რას ერჩიან?!… ექვსი თვე ტყუილს უყვებოდნენ “გაყალბებულ არჩევნებზე”, სამი თვე – ტყუილს ქართველ ნელსონ მანდელაზე,” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...