პარასკევი, მაისი 23, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიანრი ოხანაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი,...

ანრი ოხანაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდება. აღნიშნულის თაობაზე, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ:

ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები შარლ მიშელის ეგიდით. იცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით, საბოლოოდ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილ იქნა კონკრეტული შეთანხმება. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამის შესაბამისად, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი შეეხება ამნისტიის აქტის გამოცემას.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვმართავდით საკმაოდ საქმიან და ინტენსიურ შეხვედრებს იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან, რომლებიც არიან ამ შეთანხმების ხელმომწერნი. ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპების დონეზე ძირითადი თანხვედრა არის იდეებში და ძირითად საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, ამ ამნისტიის მიზანი მდგომარეობს იმ შეთანხმების შესრულებაში, რაზეც ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, ამნისტია გავრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19 -21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა პოზიციები და ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოეთ ჩვენ პოზიცია.

კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ჩვენ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირი, რომელსაც არ სურს, რომ ისარგებლოს ამნისტიით, მას სრულად ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის”...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის...

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა...

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ...

“შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები… ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა” – რომან გოცირიძე “რიყის...

ფაქტიურად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი მოხდება და...

“ეს მათ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ომში ჩაბმულ აგენტურის წახალისება და მხარდაჭერაა” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...