spot_img
მთავარიეს საინტერესოაგიორგი ვაშაძე 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს...

გიორგი ვაშაძე 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს – BMG

Business Media Georgia (BMG) საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს წარმატებულ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც ბიემჯი იტყობინება პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიტპოვალუტაში ინვესტიცია წარმატებით განახორციელა – ამის შესახებ პოლიტიკოსის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე 57 ბიტკოინს და 315 ეთერიუმს ფლობდა, რომელთა საერთო ღირებულება დეკლარაციის შევსების დროისთვის $3 მილიონი დოლარი ანუ 10.17 მილიონი ლარი (11 თებერვლის კურსით) იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ვაშაძე ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ კრიპოვალუტებს, მაშინ მის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $4.26 მილიონ დოლარს, ანუ 14.6 მილიონ ლარს შეადგენს – ამის მიზეზი კი კრიპტოვალუტების გაზრდილი ფასია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძემ ბიტკოინში $18,000 დოლარის ინვესტიცია 2013 წელს განახორციელა და 57 ბიტკოინი შეიძინა. კრიპტოვალუტა ეთერიუმის შეძენის თარიღად გიორგი ვაშაძეს 2016 წელი აქვს მითითებული, დოკუმენტის თანახმად, მან $5,000 დოლარით 315 ეთერიუმი შეიძინა.

უფრო დეტალურად, კრიპტოვალუტების მიხედვით გიორგი ვაშაძის ქონება ასე ნაწილდება:

ბიტკოინი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინს ფლობდა, ერთი ბიტკოინი $44,500 ღირდა, შესაბამისად მისი ჯამური ღირებულება $2,536,500 დოლარს, ანუ 8,395,815 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $61,399 დოლარია, თუკი ვაშაძე კვლავ ფლობს 57 ბიტკოინს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $3,499,743 დოლარი, ანუ 12,004,118 ლარია.

ეთერიუმი – დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძე 315 ეთერიუმს ფლობდა, ერთი ეთერიუმი $1,710 ღირდა, შესაბამისად, მისი ჯამური ღირებულება $538,650 დოლარს, ანუ 1,782,931 ლარს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ერთი ეთერიუმის ღირებულება $2,409 დოლარია, თუკი გიორგი ვაშაძე კვლავ ფლობს 315 ეთერიუმს, მაშინ ამ კრიპტოვალუტის ჯამური ფასი $758,835 დოლარი, ანუ 2,602,804 ლარია.

თავად გიორგი ვაშაძეს ბლოკჩეინის შესახებ წარსულში არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ის პირველი “კრიტპოქალაქის” შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა:

პირველი ბლოკჩეინ ქალაქი არის პროექტი, რომელიც ნიშნავს ერთი მხრივ ქალაქის გაშენებას, მაგრამ მისი აქციები იქნება კრიპტობირჟაზე გამოტანილი, თბილისის თითოეული მცხოვრებელი მიიღებს თითო აქციას, რომლის ფასის ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს მიიღებენ ამ აქციის მფლობელები. მთავარი ღირებულება ამ პროექტის არის ის, რომ ამით ჩვენ შევძლებთ, სწრაფად ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას. კრიპტობირჟა არის დღეს ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება”, – 2017 წელს განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2017 წელს გამართულ კონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ საქართველოს მთავრობას საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის ინოვაციური სისტემის ფართოდ დანერგვისკენ მოუწოდა. 2018 წელს კი ვაშაძემ ჩიკაგოში გამართულ ბლოკჩეინ კონგრესშიც მიიღო მონაწილეობა.

2019 წელს გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, მე-3 საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესის წინ აცხადებდა:

უკვე მესამე წელია, საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ტრადიციად ვაქციეთ და სფეროს სპეციალისტებს ჩიკაგოში ვმასპინძლობთ. ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, გადახდის სამომავლო მეთოდები, ბიტკოინი, ბლოკჩეინ ეკონომიკა, მისი როლი მედიცინაში და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა.

მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება”.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით,...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...