spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპული საქართველოს" ყრილობაზე გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

“ევროპული საქართველოს” ყრილობაზე გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს ევროპული საქართველოს ყრილობაზე გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ყრილობამდე განცხადებები გააკეთეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა – თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებმაც ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე პარტიის შიგნით მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მიმართა პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამაც. პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლაში მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მისი თქმით, რთულ პერიოდში დარჩნენ გუნდის პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაში, ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით არის დამაზიანებელი, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვისაც.

,,დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ესეთ დროს ქვეყანაში, ჩვენ პარტიაში, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

დავიწყებ უსიამოვნო ამბით, ამის გამოტოვება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, რომელთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე მიმაჩნია, ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, მათი მხრიდან. ვისურვებდი, რომ ესე არ ყოფილიყო, განსაკუთრებით ასეთ რთულ ვითარებში, არამხოლოდ ამ პარტიისთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთივის, მაგრამ რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ყველას ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაზე, თუ რა თქმა უნდა, ეს გზა ემთხვევა ჩვენ ღირებულებებსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ყველა ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად იყო, სანამ ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, თითოეულ თქვენთაგანს, ვინც დღეს ხართ ამ დარბაზში და ვინც ამ ურთულეს მომენტში ხართ იმ გუნდის, იმ პრინციპების, იმ ღირებულებების ნაწილი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მადლობა, ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, წევრს, აქტივისტს, ვინც დღეს ფიზიკურად აქ არ არის და რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ ამ დარბაზში,‘’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს ის ღირებულებები და პრინციპები გააცნო, რომელსაც სრულად იზიარებს ,,ევროპული საქართველო’’ და რომელიც, პარტიის ლიდერის აზრით, არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც სამომავლოდ ქვეყანა უნდა აშენდეს.

,,არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ,,ევროპული საქართველო’’, განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი იყო, არის და ალბათ იქნება ამ ხელისუფლებისგან, ივანიშვილის რეჟიმისგან და არამარტო მათგან. ცილისწამების ნიაღვარი, ფიზიკური ზეწოლა, განსაკუთრებული რესურსის დახარჯვა ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობაზე, იყო, არის და სამწუხაროდ, გაგრძელდება. ჩვენ, ეს არ გაგვჭირვებია ემოციურად, მაგრამ სწორედ ამის გამო, ჩვენ ყველას გვმართებს ძალისხმევის გაასმაგება, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ, თითოეულ ოჯახში. იმაზე ასჯერ უკეთ და ენერგიულად ვიმუშავოთ, რათა ყველას ავუხსნათ რაში ვხედავთ ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალს, როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ და ამაში მაქვს პირველ რიგში, თქვენი იმედი.

ჩვენ, უნდა ავუხსნათ ყველას როგორ უსინდისოდ ატყუებენ ისინი, ვინც ეუბნებიან რომ რუსულ ბაზარში ან ჩვენ ჩრდილო მეზობელში არის გამოსავალი ჩვენი პრობლემებიდან.

ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ თავისუფალი ქვეყანა, არის ქვეყანა, რომელიც დაცულია გარე მტრისგან და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის, ნატოს, ევროკავშირის წევრი და შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი, მთელ ამ რეგიონში.

ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრება, ადამიანის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც მშობელივით კი არ იქცევა, არამედ რომელიც ემსახურება მოქალაქეებს თანასწორად, განურჩევლად იმისა, რომელი ჯგუფის წევრია, არის გამოსავალი, არის საფუძველი, რაზეც ჩვენი ქვეყანა უნდა აშენდეს.

მეგობრებო, დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი ადამიანის და მისი გარემოცვის, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უფსკრულში გადაჩეხავს ქვეყნას, თუ ეს დასჭირდა და ვხედავთ, რომ ქვეყანა უფსკრულის ზღვარზეა მიყვანილი.

თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი და პიროვნული თავისუფლებით, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, რომ ისწრაფვოდეს ბედნიერებისკენ და თავისი შრომით მოიპოვოს ეს ბედნიერება.

დიდი მადლობა, თქვენი იმედი მაქვს, თქვენი იმედი აქვს საქართველოს, ყველა სხვა მოქალაქეებთთან ერთად ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, უყვარს საკუთარი თავისუფლება და უნდა საკუთარი შვილებისთვის თავისუფალი, კეთილდღეობით სავსე მომავალი. მადლობა და თქვენთან ერთად ბრძოლისთვის ვარ მზად’’, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინო დავითაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...