spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აი, თქვენი რუსეთუმე თავი კი ჩაქრა!" - ბონდო...

“აი, თქვენი რუსეთუმე თავი კი ჩაქრა!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის რეკომენდაციებთან მიმართებაში ოპოზიციის დამოკიდებულებას აკრიტიკებს და რუსეთუმეობაში სდებს ბრალს “ქართული ოცნების” ოპონენტებს:

“ქართულ ოცნებას” რომ რუსეთუმეობას აბრალებდნენ, – ხომ გახსოვთ?

გახსოვთ!

რუსეთის ინტერესებს ატარებენო, – ხომ ადანაშაულებდნენ?
ადანაშაულებდნენ!

ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის რეკომენდაციებით უნდა ვიხელმძღვანელოთო, – ხომ ამბობდნენ?
ამბობდნენ!

ვინც აშშ-ს და ევროკავშირის რჩევებს უგულვებელყოფს, ყველა რუსეთის სამსახურშიაო, – ხომ აცხადებდნენ?
აცხადებდნენ!

ჰოდა, ახლა მე მაინტერესებს:

ვის ინტერესებს ემსახურებიან ის პარტიები და ადამიანები, რომლებიც არც ამერიკის შეერთებული შტატების რჩევებს ითვალისწინებს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დეპუტატების თუ ელჩების რეკომენდაციებიც ფეხებზე ჰკიდია?

იქნებ, მხოლოდ ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები და მხოლოდ ხელისუფლების გასათვალისწინებელია ევროკავშირის რეკომენდაციები?

ამ პარტიებმა და პირებმა თავი სახელმწიფოს მიღმა დაიყენეს?

კი ბატონო, გვითხრან და ჩვენც გვეცოდინება, რომ ამ ინდივიდებმა უარი თქვეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების რჩევების გათვალისწინებაზე და იმასაც გავიგებთ, ამ უარით ვის ინტერესებს ემსახურებიან უკვე ღიად და დაუფარავად!

აი, თქვენი რუსეთუმე თავი კი ჩაქრა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...