spot_img
მთავარიაქტუალური თემებისარეიტინგო კომპანია "ფიტჩმა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი...

სარეიტინგო კომპანია “ფიტჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა

როგორც ცნობილი გახდა სარეიტინგო კომპანია “ფიტჩმა” (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით “BB მინუსიდან” ” BB პლიუსამდე” გააუმჯობესა.

აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებსა წარუდგინა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფაქტის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნისთვის. სარეიტინგო კომპანია “Fitch”-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ – Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დღეის მდგომარეობით რეგიონში, ვისაც ეს რეიტინგი გაუზარდეს. მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით რთული იყო რეგიონისთვის და შესაბამისად, ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ყველა ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს, აუცილებლად იქნება შეჯერებული კერძო სექტორთან. მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩვენი ინიციატივების ძალიან დიდი ნაწილი ყოფილიყო წარმოდგენილი კერძო სექტორის მიერ, რადგან მწამს, რომ თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გვაქვს დასახვეწი საკანონმდებლო ჩარჩოში, რა ინიციატივებია განსახორციელებელი, რათა საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.

ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს:

– ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

– 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.

– ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან.

– რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.

– საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...