spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებისაქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ...

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ დაპირისპირებაში შეასრულოს „მშვიდობის“ როლი – თამთა მიქელაძე

EMC-ს ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართა სამშვიდობო აქცია, ყარაბაღში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქციაზე წაიკითხეს სამშვიდობო მანიფესტი, რომელსაც ხელს 20-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 400-მდე მოქალაქე აწერს. მანიფესტი სამშვიდობო ხასიათისაა და მთავარი მოწოდება, შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტაა.

ამ თემაზე  საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC-ის) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა თამთა მიქელაძემ:

  • რამდენად მნიშვნელოვანია, ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ჩართულობა?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ დაპირისპირებაში შეასრულოს „მშვიდობის“ როლი, მათ დიალოგს შეუწყოს ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ომი არის სერიოზული პრობლემა, რომელიც შეიწირავს მშვიდობიან მოქალაქეებს და ის ნამდვილად ახდენს ადამიანების დეჰუმანიზებას.

ომის პოლიტიკა ჩვენი რეგიონისთვის არის სრულიად მიუღებელი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ სამშვიდობო პოლიტიკა, რეგიონში, კიდევ უფრო უკეთ უნდა გაიაზროს და გააძლიეროს, აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი დიალოგს, მეზობელ ქვეყნებს შორის.

გამოსავალი არის, ომის შეწყვეტა და პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტი დიდი ხნის ისტორიას მოიცავს და დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებს შორის უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს.

ბუნებრივია, რომ ომის გზით, ამგვარი საკითების გადაწყვეტა ჩვენთვის მიუღებელია და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ყარაბაღის კონტექსტს, არამედ,  მათ შორის ქართულ კონტექსტსაც. დღეს მშვიდობის მესიჯს ვუგზავნით მოძმე აფხაზებს და ოსებს“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...