spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მმართველობის 8 წლის თავზე მივიღეთ სიღარიბეში მცხოვრები მილიონზე...

“ქართული ოცნების” მმართველობის 8 წლის თავზე მივიღეთ სიღარიბეში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანი, 220 000 დაკარგული სამუშაო ადგილი, სასამართლოს კლანური მმართველობა, დამძიმებული კრიმინოგენური მადგომარეობა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ 8-წლიან მმართველობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არცეთი დანაპირები არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით, ერთადერთი, რასაც  მათ მიაღწიეს ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. ოპოზიციურ ლიდერს მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა:

დღეს პირველი ოქტომბერია და ზუსტად რვა წელია, რაც “დამსხვრეული ოცნებების” პარტია მართავს ქვეყანას. რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის არცერთი დაპირება არ  შეუსრულებიათ. რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს  სიღარიბეშია, რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ მდგომარეობის შედეგად დამატებით 40 000  სამუშაო ადგილი დავკარგეთ. რვა წლის თავზე  სასამართლოს მართავს კლანი. რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა. რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ, რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში, რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ როგორ გამოიკვებონ და როგორ მიიტანონ პროდუქტი სახლში, რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36% იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში.

ერთადერთი, რასაც  მათ მიაღწიეს ამ რვა წლის განმავლობაში, ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად  მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები დაგაღარიბებული ხალხი. სწორედ, ამიტომ  31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი, რომელსაც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვაძლევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან მარტივია: საქმის თუ ფულის მკეთებელთა გუნდი – აი ეს არის განმასხვავებელი ჩვენსა და  დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...