spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმეორე ტალღა გვექნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა -...

მეორე ტალღა გვექნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მეორე ტალღა მოსალოდნელია, როდესაც დაიწყება ზამთრის პერიოდი, რასაც თან დაემატება ე.წ. გრიპის ეპიდსიტუაციაც. ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე ფიქსირდება მატება, რომელიც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან, თუმცა ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება, მთავარია არ იყოს ასეულობით:

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მეორე ტალღაა, მეორე ტალღა გვექნება, როდესაც ზამთრის სეზონი დადგება, უშუალოდ გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებიდან, მოხდება სეზონური ინფექციების კოვიდ-19-თან თანხვედრა, ამის შემდეგ მოსალოდნელია მეორე ტალღაზე ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ შიდა ტურიზმთან, როცა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იმყოფებოდა მესტიასა და აჭარაში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს არ დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად და ამას სამედიცინო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია შემთხვევების ზრდა ასეულობით არ დაგვეწყოს და როგორმე არსებული მონაცემების შეკავება გვჭირდება.

დღეს დაფიქსირებული 57 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ი ასეთი გახლავთ:

5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“; 14 პაციენტის წყარო გახლავთ ბათუმი; 18 პაციენტისა – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი; 4 პაციენტის წყაროა აჭარაში მოგზაურობის ისტორია; 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია; 5 არის სამედიცინო პერსონალი შემთხვევა და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა.

57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2, ხოლო აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი არის 52.9 ინციდენტობის მაჩვებელი ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...