spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთანაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება...

გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთანაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება მომავალი წელიწადნახევარი – გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირებულები, რომელთა რაოდენობამაც 20-ს მიაღწია. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად, თუმცა მოსახლეობამ კვლავ უნდა გააგრძელოს ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის:

,,გუშინ დაფიქსირდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რომელმაც 38-ს მიაღწია, ხოლო დღეს 20-ს. ეს ფაქტი არის უაღრესად საყურადღებო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტესტირება, ზუსტად 7186 ადამიანზე. მონაცემებზე პასუხი გვექნება დღის მეორე ნახევარში, რაც ეპიდემოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს.

გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთანაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება მომავალი წელიწადნახევარი. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამონაცანაა სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის ცალკე აღებული საქართველოც კი, ვერ დაამარცხებს პანდემიას, ვინაიდან ეს არის გლობალური სახის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდგომ კი ეკონომიკა.

ამ მიმართულებით უკვე გვაქვს გარკვეული წარმატებები. საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად ეპიდემიის რისკების მართვის მხრივ ისევე, როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქებისა. მოგეხსენებათ, ბოლო 2 კვირის განმავლპობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ შეუნარჩუნა საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი, რაც, რა თქმა უნდა, არის მიღწევა.

მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, როგორც საერთაშორისო ფრენების მიმართულებით, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად უახლოეს მომავალში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში. სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს.

ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ანტიკრიზისული გეგმით, ეს იყო ტურისტული სექტორის და სასტუმრო ბიზნესის დახმარება. 3 თვეში გამოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. შემდგომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნსეში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3 თვიდან 6 თვემდე. ეს ნაბიჯიც არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვფიქრობთ, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6 დან 12 თვემდე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...