spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამსხვრეული ოცნებების" პარტია ამ უმძიმეს პერიოდშიც აგრძელებს ქვეყნის...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტია ამ უმძიმეს პერიოდშიც აგრძელებს ქვეყნის ძარცვას! – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაასახელა ის კომპანიები, რომლებთანაც კორონავირუსის პერიოდში საქართველოს მთავრობამ მილიონიანი კონტრაქტები გააფორმა. გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, მოპარული მილიონები დააბრუნოს და დახმარება გააორმაგოს:

დღეს 7 აგვისტოა, საქართველოს დეოკუპაციის გზა აღმშენებლობაზე გადის, ამისათვის ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. მაგრამ აქვე მსურს, ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გუშინდელ ცინიკურ განცხადებებზე.

ხელში მიჭირავს “საერთაშორისო გამჭირვალობის”, “Bellingcat”-სა და “IDFI”-ს დასკვნები. კორონავირუსის დროს, როცა ყველაზე რთულ ვითარებაში ვიმყოფებოდით, „ქართულმა ოცნებამ“ კომპანიებზე მილიონიანი კონტრაქტები გააფორმა მაშინ, როცა ყველა გავღარიბდით და სამუშაო ადგილები დავკარგეთ.

პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ერთ პირთან შეთანხმებით, ერთდღიან კომპანიებს მოლაპარაკები გაუფორმეს, ჩვენი ბიუჯეტიდან და ვალებიდან, რომლებსაც ახლა ვიღებთ, მილიონობით ლარი მოიპარეს.

კაპიკები ხალხს – მილიონები მთავრობის ჯიბეში! მეგობრებო, ეს უსამართლობაა!

თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას! დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 ან 300, და არა 500 ლარი ხალხს, როცა საქართველომ აიღო 5 მილიარდი ლარის ოდენობით სესხი, რომელიც ჩვენი გადასახდელია.

რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ათობითა და ასობით მილიონი თქვენს ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს, თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული?!

მოგიწოდებთ, რომ ეს დახმარება გააორმაგოთ! საქართველოს მოქალაქეთათვის გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ, და არა ცინიკურად თქვათ, რომ გადმოგდებული კაპიკებისთვის ხალხი ბედნიერი იყოს, კომპანიებს კი მილიონიანი კონტრაქტები გაუფორმოთ.

ხელში მიჭირავს კომპანიათა ჩამონათვალი: Weekend LTD, რომელიც არის მათი შემომწირველი, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში, გაზრდილი ფასებით, 1 400 000-იანი კონტრაქტი მიიღო; შპს ჯეოფერი; შპს ედემი, რომელმაც წინა დღეს „ქართულ ოცნებას“ ფული შესწირა, მეორე დღეს კი კონტრაქტი, ორჯერ მეტი თანხით გაუფორმეს.

გვაქვს ჩამონათვალი თქვენი კორუფციული გეგმებისა, რომელზეც კორონავირუსის პერიოდშიც კი არ აიღეთ ხელი და თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქემ მადლობა უნდა გადაგიხადოთ?! თქვენ ხართ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, რომელიც ამ უმძიმეს პერიოდშიც აგრძელებს ქვეყნის ძარცვას!

პირობას ვდებ, 31 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლებას ჩამოშორდებით, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას აიღებს, რომ მაქსიმუმ ორ თვეში, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს მოხდება არა ისე, როგორც გვითხარით, რომ წლები შიმშილსა და უკიდურეს ჭაობსა და გაჭირვებაში უნდა გავატაროთ.

როგორც კი ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესს დავიწყებთ, საერთაშორისო გამოძიებას მოვითხოვთ იმ კორუფციულ ფაქტებზე, რომლებიც თქვენ მიერ ახლა ხორციელდება. მიტაცებულ მილიონებს აუცილებლად დააბრუნებთ!

ხალხი მადლობელი კი არ უნდა იყოს თქვენ მიერ კაპიკების გადაყრის გამო, არამედ კაბინეტებიდან უნდა გაგდებდეს, როგორც კორუმპირებულ ვირთხებს, რომლებმაც ამ უმძიმეს ვითარებაში, ბიუროკრატიის გამო, 300 ლარიან დახმარებასაც კი არ გასცემთ.

გრცხვენოდეთ, ბატონო გახარია! თვალებში გიყურებთ და შემომხედეთ თვალებში! მზად ვარ, პირადად შეგხვდეთ და თვალებში ჩაგხედოთ!

მარტივი კითხვა მაქვს: სად მიდის 5 მილიარდი, რომელიც საქართველოს გამოუყვეს?! რატომ გამოიყო ხალხისთვის მხოლოდ 120 000 000, ხოლო 4 500 000 000 – თქვენთვის?!

გეკითხებით, ნუთუ ნამუსი სულ დაკარგეთ?! ნუთუ ვერ გრძნობთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხალხი?! ამას არც ერთ შემთხვევაში, არ გაპატიებთ!

იმ ბინძურ ცინიზმს, რომლითაც გუშინ გველაპარაკებოდით, არ გაპატიებთ! კიდევ ყეყეჩურად დაგვამადლეთ, თითქოს დახმარება თქვენი ჯიბიდან გაიღეთ. ათობით და ასობით მილიონი ჯიბეში მიგაქვთ, შიმშილისა და უბედური ვითარების წინაშე მყოფ ადამიანებს კი, აძლევთ კაპიკებსა და გროშებს. ეს მოპარული მილიონები არ შეგრჩებათ!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...