spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და...

ბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და არც თქვენ ზრუნავთ ხალხზე – თეონა ჭალიძე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ეხმიანება ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მთავრობის მეთაურს კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და პასუხს მოითხოვს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების გაუსაძლისი ყოფის გამო:

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შეჯამებისას გახარიამ დღეს უტიფრად განაცხადა: – ,,ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლზე, მის სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე და ამას ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს“.

ამას რომ აცხადებთ, ბატონო პრემიერო და თავს იწონებთ, რამხელა ცინიზმია. რომელ თითოეულ ადამიანამდე მიხვედით?! ათასობით ადამიანი რომ შიმშილობს ახლა და ამ წუთებში, ათასობით ადამიანი რომ უწამლოდ იტანჯება და ბევრი ადამიანი იმიტომ კვდება, რომ სამედიცინო პროცედურებისთვის თანხა არ აქვს – ესაა ადამიანებზე ზრუნვა?!

დიახ, თქვენ კარგად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანი არ არის ღირებული, მის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველაზე დიდ გასაჭირში მიატოვეთ ადამიანები. ესაა რეალობა და ეს იგრძნო ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე. თუ თითოეულ ადამიანზე იზრუნეთ, აბა ისინი ვინ არიან, ვინც ვერც პროდუქტი მიიღო სახელმწიფოსგან, ვერც კომუნალური შეღავათით ისარგებლა, ვერც თქვენს ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვდა?! ვინ არიან ეს ბავშვები თუ უფროსები, ესენი არ არიან ადამიანები?!

პანდემიის დროს საარსებო შემწეობის გარეშე რომ დატოვეთ ოჯახები და ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზებიც რომ ,,გამორთეთ“ ეგაა ადამიანებზე ზრუნვა?!

პროდუქტზე ფასები რომ გაიზარდა, ათასობით ადამიანი რომ უმუშევარი დარჩა, ქირას რომ ვეღარ იხდიან ოჯახები, ბანკები რომ ახრჩობენ ხალხს და თქვენ რომ ,,იმიტირებული დახმარებებით“ იწონებთ თავს და ხელს არ ანძრევთ ეგაა ზრუნვა?!

ასე რომ, ბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და არც თქვენ ზრუნავთ ხალხზე…” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...