spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი...

“აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს” – კახა კალაძე

ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, იან კელი და დევიდ კრამერი არ ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას და ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები არიან.

ეს ორი ადამიანი – იან კელი და კრამერი ჩვეულებრივად „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ნომრიანი აგენტები არიან. ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ისინი ემსახურებიან არა აშშ-ს, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველებს, რაც სერიოზული გამოწვევაა დღევანდელ მსოფლიოში.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, სიცრუეს შეიცავდა.

აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...