spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და ტურიზმიც, მაშინ არ უნდა გეფიქრათ? ჩლუნგო მოღალატეებო!” – ნინო ჯანგირაშვილი ტურიზმის სფეროში შექმნილ პრობლემებზე

პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000 ჯავშანი გაუქმდაო რუსეთიდან საქართველოში” – აღნიშნულ პოზიციას ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და რუსეთში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებებს, კონკრეტული ფაქტების მინიშნებით:

რუსი ქალი ყვება, რა უბედურება დაემართათ Wildberries-ს მარკეტფლეისზე განთავსებულ მეწარმეებს უკრაინის თავდასხმების შემდეგ – მილიონამდე ყოფილან. ფაქტიურად გაკოტრებულები არიან. როიტერსის ინფორმაციით, დაახლოებით 90 000 მეწარმე იმდენად დაზარალდა საწყობების დაწვის შედეგად, რომ გაკოტრდა. დანარჩენები ჯერ ფართხალებენ და პუტინს სთხოვენ დახმარებას.

რატომ ვდებ ამას: პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000 ჯავშანი გაუქმდაო რუსეთიდან საქართველოში. არ ვიცი რამდენად მართალია ჯავშნების გაუქმების ამბავი, მაგრამ დავუშვათ მართალია.

რა კახეთი, რის კახეთი, იცით საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტებიდან რამდენი მოდის ხმელეთით, ანუ მანქანით და რამდენი საჰაერო გზით? დაახლოებით 58–60% სახმელეთო გზით შემოდის წლებია. ანუ, დასხდებიან მანქანაზე და მოდიან. ახლა 20 ლიტრ საწვავზე რომ თავპირს ალეწავენ ერთმანეთს, საქართველოში წამოსასვლელი საწვავი აქვთ მაგათ? ან Wildberries–ს მილიონამდე მეწარმეს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზე არიან, საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლისთვის სცალიათ? კიდევ რამდენი ჯგუფი გაუბედურდა რუსეთში ბოლო დროს უკრაინის შეტევების შედეგად დაგითვლიათ?

როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და ტურიზმიც, მაშინ არ უნდა გეფიქრათ? ჩლუნგო მოღალატეებო!” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...