მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ინფორმაციას ავრცელებს მისი შვილი, მარიამ ხარშილაძე:
“რა მოხდა დღეს პროცესზე?
როგორც ჩანს,პროკურატურამ ჩემი რჩევა გაითვალისწინა. ტვ “პირველთან” ინტერვიუში ვთქვი, უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, რომ დაგეკითხათ ქოლცენტრის თანამშრომლები, საერთოდ თვალით თუ უნახავთ ელისო კილაძე თქო🙂
ხოდა: დაკითხეს ქოლცენტრის ორი თანამშრომელი 🤡 ერთს ელისო კილაძე არც უხსენებია. ორივე ადასტურებს, რომ სხვა და სხვა ლოკაციებზე მუშაობდნენ ქოლცენტრებში: ქავთარაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბუდაპეშტის ქუჩაზე მე-5 სართულზე, ეს ის შენობაა სადაც მესამე სართულზე “ქრონიკა+”-ის და “Cnews”-ის ოფისები იყო, მერვე სართულზე ნანუკა ჟორჟოლიანის, მეოთხეზე “ნომადაო” და პირველ სართულზე “რივერ პარკი”. ერთი მოწმე ადასტურებს, რომ იქ ელისო კილაძე დაუნახავს 🙂 კი, იმავე შენობაში მუშაობდა მესამე სართულზე, რომელი შენობის მე-5 სართულიდანაც თქვენ თურმე უცხოელებს ურეკავდით.
ერთი კითხვა მაქვს – თქვენ რატომ არ ხართ დაჭერილები? იმ 30-30 კაცთან ერთად, ვისთან ერთადაც ქოლცენტრებში მუშაობდით და დედაჩემი რატომ არის ტერორისტივით გატაცებული და გამოკეტილი ⁉️ ბენ ანორი არასოდეს რატომ არ ყოფილა ამ საქმეზე დაკავებული⁉️
ახლა პროკურატურა მოგიყვებათ, რომ მოწმემ დაადასტურა ელისო კილაძის დანახვა 🤡 ამ ცირკისთვის ჭირდებათ დახურული პროცესები❗
ადვოკატები აპროტესტებენ, რომ აღარ მოიყვანონ მოწმეები, ვინც საერთოდ შემხებლობაში არ არიან ელისო კილაძესთან. საქმე გამოყოფილია, ხომ?🙂
პ.ს: ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – წერს მარიამ ხარშილაძე.

