spot_img
მთავარიეს საინტერესოაცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში...

ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებს შორის არიან ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან, რომელთა მიერ აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წლის განმავლობაში 25 – მდე სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. მათ შორისაა პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჰოლანდია და უნგრეთი. უწყების ორგანიზებით რეგიონს უკვე სტუმრობდნენ ინფლუენსერები ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. წლის ბოლომდე რეგიონში უცხოელი ინფლუენსერებისა და ჟურნალისტების მოწვევა აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა....

აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 70-მდე მზარეული გადამზადდა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...