spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ შეფასება-მოსაზრებას ეხმაურება:

ირაკლი კობახიძე: “ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომიჯნავე პარტიები, ოპოზიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება“.

მერე ამაზე ვიღაც იტყვის კვალიფიციური და განათლებულიაო.

მე პირადად არც “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი ვარ და არც “ნაცმოძრაობიდან” გამოსული პარტიების. საერთოდ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ქართული ოპოზიციის სტრატეგიისა და ტაქტიკის მიმართ, მაგრამ თუ ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემაზე ვლაპარაკობთ, ასეთი სისტემის ფუნდამენტური პრინციპი არის სწორედ ის, რომ ვინ იქნება ოპოზიციაში წამყვანი ძალა და ვინ არა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა. ამას ხელისუფლებას დემოკრატიულ სისტემაში არავინ ეკითხება. ამას ხალხი წყვეტს.

კობახიძე კი გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო.

არა, კი მჯერა, რომ ალალად ასე ფიქრობენ, მაგრამ ხმამაღლა თქმისაც რომ არ რცხვენიათ?” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” –...

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია: "ამ პოსტის...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...