spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის" - ნინო...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

“სიმღერის აკადემიის” დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, რა დროსაც მოხდა არასასიამოვნო და ამავდროულად საყურადღებო ფაქტი – არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა… მომხდართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დეტალურ განმარტებებს აკეთებს გოგონას ბებია, ნინო კუხალეიშვილი:

ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. შეიძლება ყველაფერი მოვითმინო და ავიტანო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია.

გუშინ ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. როგორც უფროსებმა მოგვიანებით აღნიშნეს, დაცემის ხმა გაიგეს. გვერდით მდგომი გოგონა ანკასკენ იხრება, მაგრამ, თითქოს ანიშნეს, რომ გაეგრძელებინათ, და სიმღერაც გაგრძელდა.

სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა. სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.

ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს.

ახლა კი იმის თქმა მინდა, რაც ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახვა.

როგორმე უნდა შევუშვათ თავში, პირველ რიგში უფროსებმა, რომ ადამიანი უპირველესია. მასზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. და ახალ თაობას, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, ეს ხშირად ჩვენზე უკეთ აქვს გათავისებული, ნუ დავაძალებთ საპირისპიროს, ნუ ვასწავლით, რომ ადამიანის წინ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დადგეს.

სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი.

მერწმუნეთ, წარმატებულად შესრულებულ ნომერზე უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. სიმღერა შეიძლება თავიდან შესრულდეს, ეთერი შეიძლება შეწყდეს და შემდეგ გაგრძელდეს, მაგრამ თანადგომის, თანაგრძნობისა და ადამიანზე ზრუნვის გაკვეთილი ის ფასეულობაა, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

ის ვიდეო, რომელიც სიმღერის აკადემიამ ატვირთა, ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც რომ დაენახათ ემპათია, თანაგრძნობა და ერთმანეთის შემჩნევის უნარი, რომ ადამიანი არის უპირველესი ფასეულობა.

მაგრამ ეს არ მოხდა. და სწორედ ეს არის ძალიან მტკივნეული.

პროფესიონალიზმი, ადამიანობის გარეშე ნულია.

P.s. ძალიან გთხოვთ, ბავშვებში ნუ ეძებთ პრობლემას. ბავშვები ემორჩილებიან უფროსების მითითებებს, ერთერთია – სახეზე ღიმილით უნდა იმღერონ. ყველა ბავშვს ჩემგან სიყვარული ❤️ არანაკლებ დასტრესილები არიან, მერწმუნეთ!” – წერს ნინო კუხალეიშვილი და აქვეყნებს მომხდარი ფაქტის ვიდეოს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რასაც “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა, ცოტნე ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აკეთებს, ფასდაუდებელია” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“საინფორმაციო სიკეთე გქონდეს ადამიანს და ეგეთი იდიოტი იყო…” – გოჩა მირცხულავა

მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხალხის კონკრეტული არჩევანის მიმართ, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“მიყვარხართ” , “ყველაფერი კარგად იქნება” – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო😣” – ელისო კილაძის შვილი

2 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოკლე განმარტებას აკეთებს...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...