spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, ამბავი ასეთია: მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც...

“მოკლედ, ამბავი ასეთია: მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“, – საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გასაჯაროვებულ კონკრეტულ გეგმებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, პირველი საჯარო განმარტებებით, სოციალურ ქსელში, ეხმიანება ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

მოკლედ, ამბავი ასეთია.

მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები.

მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან, ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა, ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ.

რა ეტაპზე ვართ? მოლაპარაკების.

წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია რომ შანსია დიდი ცვლილებების.

მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის…

ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა.

პირად საუბრებშიც ესაა მთავარი თემა. კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებური ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა. ახლაც ამის დროა, ახალგაზრდება უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას.

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა.

როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება ხომ იცით დაწერაა ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა:)” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაქვს დიდი თხოვნა: მე ვალდებული ვარ ვკონცენტრირდე დიდ თემებზე და მინდა რომ დამეხმაროთ წვრილმანი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სოციალურ ქსელებში გააქტიურებისკენ...

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე,🙂 არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"...

“რასაც “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა, ცოტნე ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აკეთებს, ფასდაუდებელია” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

ლელა ჯეჯელავა: “ანუ დიფსტეითი რუსეთია?”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას ახდენს არა(რიტორიკული) შეკითხვითვის...

“ორდენი და მასონები უნდა ახლა, დიპ სტეითს რომ ებრძვის, იმ კაცს?” – გოჩა მირცხულავა

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოთქმულ...