spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება "ქართულ ოცნებას" არ...

“არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება “ქართულ ოცნებას” არ უნდა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობს და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ „რუსული ოცნება“, მგონია, რომ აღქმაც არ გვაქვს ბოლომდე რას ნიშნავს ეს და შეიძლება, გვგონია, რომ ეს რაღაც პოლიტიკური გაზვიადებაა. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ ქართულ ოცნებას – რუსულ ოცნებას დავარქმევთ.

მაგალითად, „როგორ უბედავს ამერიკელებს ასე ლაპარაკს?“, „რატომ არაფერი უპასუხა ირანს?“, „რატომ არ ასრულებს ვალდებულებებს?“, „ასე ინფანტილურად რატომ იქცევიან?“, „ეს რანაირი დიპლომატიაა?“ – დიახ, ასე იქცევა რუსული ოცნება, დიახ, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, დიახ, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამერიკასთანაც და რეგიონშიც. დიახ, არც ირანთან არაფერი საჩხუბარი არ აქვს რუსეთს და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
რუსთავის ქალთა ციხე
10.06.2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საინფორმაციო სიკეთე გქონდეს ადამიანს და ეგეთი იდიოტი იყო…” – გოჩა მირცხულავა

მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხალხის კონკრეტული არჩევანის მიმართ, მძიმე შეფასებებს...

“ამ ოპოზიციას სხვა რამეებზე თუ არ შეგიძლიათ შეთანხმება, ერთ მარტივ პრინციპზე მაინც შეთანხმდით…” –...

ჟურნალიტი მერაბ მეტრეველი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...