spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც საზოგადოებამ...

“4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც საზოგადოებამ ისედაც დაინახა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს” – კახა კალაძე

4 ოქტომბერს რა პროცესები მიდიოდა და რევოლუციის მოწყობას რომ გეგმავდნენ, ეს ყველამ კარგად დაინახა“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტს.

როგორც მან დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც ისედაც ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. თვეების განმავლოობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. ამაზე ღიად საუბრობდნენ, სატელევიზიო ეთერებში მოწოდებებს აკეთებდნენ. შემდეგ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაიწყეს მოქმედება.

შესაბამისმა სამსახურებმა დროულად იმოქმედეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და კონკრეტული პირები დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. საზოგადოებამაც იხილა აღნიშნული კადრები და ისედაც ყველაფერი ცხადია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...