spot_img
მთავარიდებატები"ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან,...

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა, პრემიერი უზის რიგით ოპოზიციონერს დებატშიო” – გიგა ლემონჯავა

ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას”, – ამას ამბობს კობახიძე პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე, წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და მწვავე შეფასებებს აძლევს არხზე გამართულ დებატებს:

სინამდვილეში ხომ ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რატომ დაიწყო დებატები “ქართულმა ოცნებამ”?

ვინმე ფიქრობს, რომ ამ დებატებით რამე შეიცვლება?

ვინმე საღ აზრზე მყოფი ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდა მოგცემს შესაძლებლობას შენი გზავნილი მიიტანო შენთვის სასურველ აუდიტორიამდე ამ პროპაგანდისვე არხებით?

ივანიშვილის პროპაგანდამ არ დათვალა – რას წააგებდა და რას მოიგებდა ამ პროექტით და ისე შემოგვთავაზა დებატი?

სინამდვილეში რეჟიმი თამაშობს ზოგიერთი ოპოზიციონერის სისუსტეზე, სულსწრაფობაზე, უტვინობაზე; ცნობადობის გაზრდის სურვილზე, აქტუალურობის დაკარგვის შიშზე, პირველხარისხოვანის და მეორეულის ვერ გარჩევის პრობლემაზე.

განა რამე უბედურება მოხდება მათი დებატებში მონაწილეობით? არა, რეჟიმი მაინც ვერ შეიძენს ლეგიტიმაციას, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ ამ ოპოზიციონერების საქციელი სწორია, არამედ იმიტომ, რომ პროდასავლური სპექტრის უდიდესი ნაწილი სწორად იქცევა.

ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა, პრემიერი უზის რიგით ოპოზიციონერს დებატშიო.

სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ მარტო ერთ რამეს – თუ ვინმეს კარგი ეთერი გაუვარდა, გულს მოვიფხანთ ერთი საღამო.

ესაა რეალობა“, – წერს გიგა ლემონჯავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...