საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროსეცებში შექმნილ რეალობას, მოკლე შეფასებებით და პირდაპირი მინიშნებებით, ეხმაურება:
“მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება.
ამ ყველაფერში, უნდა გვახსოვდეს მთავარი რამ – ჩვენ გვაქვს დიდი იდეა – მარადიული წარმატებული საქართველოსი, თავისი მნიშვნელოვანი მსოფლიო როლით. ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე.
დანარჩენებს აქვთ ინტერესები. საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და იდეალისტი ხალხი და არა ინტერესები, ფული და კუტოკები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

