საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო და ამავდროულად საყურადღებო ფაქტი – არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა… მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მძიმე ემოციურ შეფასებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა:
“საზმაუს ეთერში კონცერტის დროს არასრულწლოვანი გოგონა სცენაზე მოულოდნელად დაეცა. სიმღერა კი არ შეჩერებულა, მონაწილეებმა შესრულება გააგრძელეს, ბავშვებსაც ანიშნეს, არ გაჩერდეთო.
ყველაზე მძიმე სანახავი დაცემა კი არა, გულგრილობა იყო.
კი, მთავარი ადამიანია და არა კონცერტი. სცენაც, შოუც და ეთერიც ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით.
როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა“, – წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის: მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა აღნიშნული არასრულწლოვანი გოგონას ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა.

