spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი" - მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს:

მინდა ვუთხრა ჩემს ძვირფას მეგობრებს უცხოეთში – ძალიან ვაფასებ თქვენს აქტიურობას და მხარდაჭერას. ამ ბოლო დროს არის ტენდენცია ემიგრანტული “პარტიების” და “პოლიტ. მოძრაობების” შექმნის, თუმცა ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პარტიების შექმნა არაფრის მომცემია. მერწმუნეთ ამას ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს. იყო საზღვარგარეთ და მხოლოდ გარედან აქტიურობით საქართველოში რამე შეცვალო, სრულიად ფუჭი ძალისხმევაა, ამაზევე მეტყველებს ბელარუსის გამოცდილება.

ერთადერთი გზაა, რომ ამოარჩიოთ საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედი პარტიები და მათი პარალელური უცხოური კომიტეტები შექმნათ, გააგრძელოთ ფანდრაიზინგი, ჩაატაროთ ელექტრონული კენჭისყრები სხვადასხვა საკითხზე, აკეთოთ განცხადებები და ემუშაოთ ადგილობრივ ხელისუფლებებს და საზოგადოებრივ აზრს თბილისის დიქტატურის იზოლაციის გასაძლიერებლად და რაც მთავარია ემუშაოთ თქვენს ახლობლებს საქართველოში.

ივანიშვილმა აგიკრძალათ კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა და ნიშნავს, რომ მას უკიდურესად ეშინია თქვენი, მაგრამ თუ გვინდა, რომ შიშები ბოლომდე გამართლდეს, დაქსაქსვა და ქართული წინააღმდეგობის მოძრაობისგან განცალკევება კი არა გაერთიანება გვმართებს.

სხვანაირად დაემსგავსებით პირველი რესპუბლიკიდან ემიგრაციას, რომელიც ძალიან დიდხანს ერთმანეთში კონფლიქტობნდნენ ძველი ამბების გამო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...