spot_img
მთავარიდებატები"9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წლებია კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციაზე, თუმცა ამ დრომდე, ამის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

ზოგადად, ყველაზე მარტივი პოლიტიკა ბრალდებების გაჟღერებაა. არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად აჟღერებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. 9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს. ჩემთვის მთავარი პასუხია არა სიტყვები, არამედ კონკრეტული განხორციელებული პროექტები, ის საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭირვალედ მუშაობს.

სანამ დედაქალქის მერი გავხდებოდი, მანამდეც იყო მსგავსი ტიპის შემოტევები, მანამდეც საუბრობდნენ სხვადასხვა მოგონილ საკითხებზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...