8 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 9 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, მცირე რყევებით, თუმცა შემდეგ სრულიად განსხვავებული კურსი/დინამიკა დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ბოლო ვაჭრობებზე კი ლარი მეტნაკლებად დასტაბილურდა ახალ ნიშნულზე.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილში სახეზეა ლარის დინამიური გამყარება, თუმცა გასული კვირის დასაწყისში ერთჯერადად გაუფასურდა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, შემდეგ კი ისევ გაგრძელდა გამყარება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
5 მაისი – 2.6899;
6 მაისი – 2.6892;
7 მაისი – 2.6883;
8 მაისი – 2.6874.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0015 ლარით და 1 აშშ დოლარი 9 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6859 ლარი ეღირება.
ევროსთან მიმართებით, აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, თუმცა 1 კვირის შემდეგ სახეზე იყო სერიოზული გაუფასურება, რაც 2 დღეში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა და მაგრამ ბოლო 2 კვირა მაინც საგრძნობი რყევებით გამოირჩევოდა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
5 მაისი – 3.1499;
6 მაისი – 3.1431;
7 მაისი – 3.1684;
8 მაისი – 3.1636.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0036 ლარით და 9 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1600 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო ლარის კურსის რყევები, რიგ შემთხვევაში სტაბილური გამყარებაც, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 9 მაისიდან 3 დღის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6552 ლარი (გამყარდა 0.0069 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0592 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6121 (გამყარდა 0.0013 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5802 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2665 ლარი (გაუფასურდა 0.0044 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4505 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9490 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8427 ლარი (გამყარდა 0.0087 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.2458 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7135 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0205 ლარი (უცვლელად დარჩა)
აპრილი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის გაუფასურებით დაიწყო, თუმცა შემდეგ სახეზე იყო რყევები, რაც ბოლო ვაჭრობებამდე გაგრძელდა, გაუფასურების დინამიკით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
5 მაისი – 3.5640;
6 მაისი – 3.5648;
7 მაისი – 3.5974;
8 მაისი – 3.5985.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0188 ლარით და 9 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.6173 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

