4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსი”:
“4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს.
ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!
სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.
ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.
გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!” – ნათქვამის გავრცელებულ განცხადებაში.

