სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს...

“ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნოვან ტრადიციას.

ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს – რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი – ზოგმა პატარა, ზოგმა – დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია – ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დემოკრატიის ხარისხი იზრდება. დღეს უფლებრივი მდგომარეობაც გაცილებით განვითარებული და მაღალ დონეზეა, რისთვისაც ყველანი ერთობლივად მადლობელი ვართ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მუსლიმები ყოველთვის ვიდექით ამ ქვეყნის გვერდით“, – აღნიშნა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

შეხვედრას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...