spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო...

“ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო პირი, ვინც ბინძურ ხელსა და ენას არ გააჩერებს, ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც აქამდე ჯერ არავისთვის გაუცია ქართველ ხალხს!” – ვატო შაქარიშვილი

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას და ბოლო დღეების ცალკეულ მოვლენებს, ფაქტებს ემოციური შეფასებებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი:

საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი – უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა.

ყველაფერი რაც ამ ერთობის მიღმა დარჩა(ცხადია ფიზიკურ დასწრება არ დასწრებას არ ვგულისხმობ) არის პათოლოგია. ეს ვერც მისი უწმინდესობის, ვერც ქართველი ერის და ვერც გასული დღეების ბრწყინვალებას დააკლებს რაიმეს. ყველა ორგანიზმშია ალბათ რაღაც ასეთი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უდიდესი ნაწილი არის ჯანმრთელი და ერთიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პათოლოგია ვერ გამრავლდება.

მიტევების ისეთი საოცარი მაგალითები მოგვცა მისმა უწმინდესობამ, რომ მზად ვიყავით აქამდე რაც ყოფილა მიგვეტევებინა თუ ახლა მაინც დავინახავდით გულწრფელ განცდას, მდოგვის მარცვლისოდენა სინანულს მაინც, მაგრამ არა…

მართლმადიდებლობის, ქართველი ერის, ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ და გლოვამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მთელი დღეა ბოღმას ანთხევენ.

მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს და ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და სიცოცხლეშივე მისი ძალიან ღრმად ნაფიქრი და გააზრებული არჩევანი.

ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო პირი, ვინც ბინძურ ხელსა და ენას არ გააჩერებს, ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც აქამდე ჯერ არავისთვის გაუცია ქართველ ხალხს!” – წერს სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...