spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი...

“ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

სამების ტაძარში დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია და მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

უამრავ მორწმუნეს ერიდან თუ ბერიდან, პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების. განა ვერ შევიდნენ. არა, უბრალოდ არ შეუშვეს – ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ.

მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ, – აი, ეს ეწერა სახეზე ივანიშვილს. ჩვენი დროა, მარტო ლხინში კი არა, ტრაგედიაშიც მარტო ჩვენ უნდა ვჩანდეთ, – აი ეს ეწერათ სახეზე ივანიშვილის თვალებში შემციცინე და ხალხთან ამპარტავან ხელისკაცებს და ხელისქალებს, უარმყოფელთ მცნების “არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ ხალხთან“.

და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა 8 წლის წინ, შვილის ჯვრისწერა რომ სვეტიცხოველში გადაიხადა ივანიშვილმა და ტაძარი ყველასათვის ჩაკეტა, როგორც პრივატული ღონისძიებებისთვის კეტავენ კლუბებსა და რესტორნებს. მორწმუნეთათვის ჩაკეტა სვეტიცხოველი, ყველაზე დიდი ისტორიული სიმბოლო ქართული მართლმადიდებლობის, რაც ბოლოს ალბათ რომელიმე ქართველი მეფის მეფედკურთხევის ცერემონიაზე მოხდა საუკუნეების წინ. ეს იყო რვა წლის წინ, ხოლო გუშინ მორწმუნეთათვის ჩაკეტა სამების ტაძარი და საკუთარი ფარისევლები შემოიჯარა.

და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა, როცა გაუგონარი უგულისყურობით თუ შეგნებული ბოროტებით ჩვენს თვალ წინ ინგრევა გელათის ტაძარი, საქართველოს მთავარი ეზოთერული სიმბოლო, ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის აშენებული და დამშვენებული “სხვაი ათინა და მეორე იერუსალიმი”. ინგრევა როგორც ქართველთა რწმენის და განათლების სიმბოლო და ქართული ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის სიდიადის ძეგლი.

სახელმწიფოს მიმტაცებელმა ბოროტმა ჩარჩმა, რა გასაკვირია, რომ ახლა უკვე გლოვაც მიიტაცოს. არა იმიტომ, რომ მარტომ იგლოვოს ყველას ნაცვლად. არა – იმიტომ, რომ მარტომ მართოს, ყველას ნაცვლად და ვიდრე ცოცხალია.

და ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ყველანი ერთად (როგორც გუშინ ვიყავით) სამშობლოს არ გამოვტაცებთ კერპად თვითგამოცხადებულ მოძალადეს. გამოვტაცებთ და დავიბრუნებთ მთავარს, რაშიც ღმერთია განსხეულებული – თავისუფლებას და ურთიერთსიყვარულს. დავიბრუნებთ ადამიანური ყოფის იმგვარ საფუძველს, მწუხარების გამოხატვის თავისუფლება რომ არის, რაც, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ასევე შეზღუდული გვქონია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...