spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი...

“მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება – კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს” – გოგა გულორდავა

ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება“, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
მისივე განცხადებით, სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები შინაარსობრივ ნაწილში ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

არც კანონის მიღებისას, არც შემდგომ პერიოდში, კომისიის მიზანი არ ყოფილა და არ იქნება რაიმე სადამსჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას უნდა მკაფიოდ გვახსოვდეს და იმ პასუხისმგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს საზოგადეებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება.

პასუხისმგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის ჩემი აზრით არც კანონის მოთხოვნები არ სჭირდება – ამას მედია ისედაც უნდა იცავდეს. კომისიის როლი იქნება ამ შემთხვევაში, პირველი და უმთავრესი ამოსავალი საზოგადოების ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება თანახმად, განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია დღეს ეს პასუხისმგებლობა და ვისაც ძალიან დიდი მასშტაბი აქვს გავლენის მოხდენისა. ამ ნეგატივისგან, ყალბი-ცრუ, არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და საერთოდ ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ გარემო.

მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება – კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...