spot_img
მთავარიდებატები"კიდევ დიდხანს აპირებთ აგენტურული ქსელის პიარს???" - ლალი...

“კიდევ დიდხანს აპირებთ აგენტურული ქსელის პიარს???” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა დებატებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტული წინადადებებით, მმართველ პარტიას მიმართავს:

რას შვრებით???

კიდევ დიდხანს აპირებთ აგენტურული ქსელის პიარს???

აღარ დაუჯდეთ სადებატოდ ქვეყნის მტრებს, რამეთუ, ისინი არ არიან არც განსხვავებული აზრის მატარებლები და არც თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.

ისინი საქართველოს დაუძინებელ მტრებს – აგენტურულ ანკლავს წარმოადგენენ!!!

რატომ იმცირებთ თავს, რატომ ანერვიულებთ, ისედაც წკიპზე მყოფ საკუთარ მოსახლეობას?

მტერი – მტერია, მოყვარე – მოყვარე!!!

ადამიანი, რომელიც სტუდიაში გეტყვის, რატომ არ ვიქცევით უკრაინასავით, რაზე უნდა ელაპარაკოთ???

ამ ქვეყანას ღმერთის ნებით უამრავი ნიჭიერი, პროფესიონალი და სამშობლოზე შეყვარებული ხალხი ჰყავს. მათთან დასხედით, მათი გულწრფელი წუხილი მოისმინეთ, ხან ქათინაურს მიიღებთ და ხან გულისწყრომას, მაგრამ ეს ყველაფერი ნ ა ღ დ ი იქნება!!!

დამიჯერეთ, ეს ვერბალური შაპიტო, მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველებს!!! დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!! შეიყვარეთ საკუთარი ხალხი, განაგდეთ მტრები და მერწმუნეთ, უკეთესი მოკავშირე, ვიდრე ქართველი, ალალ-მართალი ადამიანები -არ ვეყოლებათ!

განა ამაში კიდევ ვერ დარწმუნდით? განა მრავალათასიანი მთავრობის მხარდამჭერი შეკრებები დაგავიწყდათ? და თუ კი, მაშინ იმ ხალხს ელაპარაკეთ 2012-იანელებს რომ ვეძახით, ასე უსამართლოდ რომ ივიწყებთ და მაინც ყველა რთულ მომენტში თავქუდმოგლეჯილები მორბიან სამშობლოს დასაცავად!!!

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ყველაფერი ხელის გულზე დევს!!!

P.S. ისე, არც იმის თქმა იყო უხერხული, რომ უკრაინა დაიქცა ამათნაირი აგენტების გამო, ხოლო რუსეთთან საუბარი სასწრაფოდ აღსადგენია, მით უმეტეს, რომ ზუსტად იმ მომენტში ტრამპი და პუტინი ტკბილად ემუსაიფებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით.

ტყუილად არაფერი ხდება, უბრალოდ დანახვა უნდა!” – წერს ლალი მოროშკინა ეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...