spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სოციალურად დაუცველთა ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები,...

“სოციალურად დაუცველთა ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ [დახმარება]” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან კომენტარში, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია:

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იგი პოლიტიკურად მტკივნეულია და ამის გამო წლების განმავლობაში თავშეკავებული პოზიცია იყო, ამასთან დაკავშირებით. პირადად მახსოვს, თუ არ ვცდები, 2014-15 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს – გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ.

აქაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ – სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა… 2020 წელს, კოვიდის გამო, გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაამოწმა 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი.

ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვიწყებთ შესაბამის პროცესს, მთლიანად გადამოწმდება სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ [დახმარება]“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ტირანული რეჟიმის ტყვე და რეპრესირებული ოპოზიციური მოღვაწეობის გამო” –...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...