spot_img
მთავარიევროკავშირი"ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში...

“ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში აპირებენ” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი ევროკავშირთან მიმართებაში შეფასებებისას მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს:

ქართული ოცნების” ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – “დიპ სტეიტის” მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრისტიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო…

მაგრამ აი როგორია რეალობა – უნგრეთის პრემიერმა ორბანმა, რომელიც ევროკავშირში საღი აზრის მატარებელ თითზე ჩამოსათვლელ ლიდერთა შორისაა, განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. მისი თქმით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ლგბტ სტრატეგია 2026/2030, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ევროკავშირის შიგნით, ბავშვებში სქესის შეცვლა უნდა იყოს უპრობლემოდ ხელმისაწვდომი.

ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში აპირებენ და მეტიც, მარტა კოსი(გინი) აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შავი ფულის შემოსატანად, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.

რაც შეეხება ეკონომიკას – “დიპ სტეიტის” მიერ თავსმოხვეული “მწვანე პოლიტიკის”, რუსეთთან ომის, სანქციების და სხვა გიჟური გადაწყვეტილებების შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო მცირდება და თავიანთივე ორგანიზაციების მონაცემებით მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

2025 წელს, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1.6% -ს შეადგენდა, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.

იმ ფონზე, რომ იმატებს სამხედრო ხარჯები, გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.

მგონი ამ ყველაფრის შემდეგ, ლეგიტიმურია კითხვა – ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს…?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...