ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება15 მაისი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების...

15 მაისი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების დღეა

141 წლის წინ, 1879 წლის 15 მაისს საქართველოში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ორგანიზაცია რომელიც ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს, გამოსცემდა წიგნებს. აღნიშნული საზოგადოება ორგანიზაცია ფუნქციონირებდა 1879-1927 წლებში.

საზოგადოების პირველ სხდომაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის როლი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და შემდგომში ამ საზოგადოების ნაყოფიერ მუშაობაში. საზოგადოების პირველი თავმჯდომარის დიმიტრი ყიფიანის შემდეგ, 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ილია საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე იყო. ფონდში ინახება მასალები ილია ჭავჭავაძის ეროვნული ფონდის დაფუძნების, მისი ხელშეწყობით ბანკების დაარსების შესახებ, ასევე, ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე; მიმოწერა იაკობ ნიკოლაძესთან ილიას ძეგლის პროექტისა და დადგმის შესახებ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...